პირველი არხის პროექტის ტელესკოლის მასწავლებლებმა საქართველოს ისტორიისა და სახვითი ხელოვნების ონლაინგაკვეთილები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ჩაატარეს. გაკვეთილს დუბლინის, ლონდონის, ბარსელონასა და კიდევ რამდენიმე ქალაქის ქართული საკვირაო სკოლის 50-მდე მოსწავლე ესწრებოდა. ანალოგიური გაკვეთილები ქართულ ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში უკვე ჩატარდა გასულ კვირაში, 28 თებერვალს. ონლაინგაკვეთილები პირველი არხი ტელესკოლის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის საკვირაო სკოლა „ლამპარის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ტელესკოლა
მოამბე