პირველი არხი-ტელესკოლის ოლიმპიადის ნახევარფინალი

თბილისსა და ქუთაისში პირველი არხი-ტელესკოლის მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის ნახევარფინალი გაიმართა. მასში მონაწილეობა მეხუთე და მეექვსე კლასის 108 მოსწავლემ მიიღო. ოლიმპიადის გამარჯვებულები 1-ელ ივნისს დაჯილდოვდებიან. მისი მიზანი კი, მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარება და არასტანდარტული ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის დაუფლებაა. ოლიმპიადაში სულ 3 200 მოსწავლე იყო ჩართული.

მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა