მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა
მეორე სეზონი

პირველი არხი – ტელესკოლა იწყებს „მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადას V-VI კლასელებისთვის“ მეორე სეზონს.

პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, სრულიად უფასოდ ჩაერთონ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.

ოლიმპიადა სტარტს ციფრულ სივრცეში 1TVplay-ზე აიღებს. ვინაიდან ახალი თაობა „ომნიმედიურ“ და ციფრულ საშუალებებზეა ორიენტირებული – ახალ ამბებსა და ინფორმაციას იღებს სხვადასხვა წყაროდან, პლატფორმიდან, საინფორმაციო სააგენტოებიდან,

საზოგადოებრივ მედიას სწრაფად განვითარება სჭირდება, რათა ახალ და მუდამ ცვალებად გარემოში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. სწორედ ამიტომ ოლიმპიადას საქართველოს პირველი არხი აპლიკაციაში 1TVplay შემოგთავაზებთ (Appstore; Playstory). თუ უკვე ჩამოწერილი გაქვს აპლიკაცია, აუცილებლად განაახლე. ოლიმპიადის ყველა გამარჯვებულს გადაეცემა პრიზები.

ვიდეო