პირველი არხი-ტელესკოლის ონლაინ ოლიმპიადა მათემატიკაში

პირველი არხი-ტელესკოლა ხვალიდან მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის მეორე სეზონს იწყებს.

ყოველ შაბათს მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებს, 19:00-დან 20:00 -მდე საშუალება ექნებათ ჩაერთონ იმ კონკრეტული კვირის (და პარალელურად საერთო, ჯამური რეიტინგის) ოლიმპიადაში. ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება. პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, სრულიად უფასოდ ჩაერთონ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. ოლიმპიადა სტარტს ციფრულ სივრცეში 1TVplay-ზე აიღებს.

10 საუკეთესო მონაწილე პირველ ივნისს, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება