წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო როლანდ შავაძეს გადაეცა

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს საქართველო ტრადიციული ღონისძიებით აღნიშნავს. ამ წუთებში „გარდენ ჰოლში“ დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. წლის საუკეთესო მასწავლებელს 15-კაციანი ჟიური გამოავლენს და ეროვნულ ჯილდოს გადასცემს. კრიტერიუმები უცვლელია – კრეატიულობა, შემოქმედებითი უნარები, პროფესიონალიზმი. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან კონკურსში 150 მასწავლებელი მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე ათი პედაგოგი შეირჩა, ფინალში კი ხუთი მათგანი გადავიდა. მათ შორის საუკეთესოს ვინაობა უნდა დასახელდეს.

წელს ტელესკოლის მიერ დაწესებული ჯილდო ქიმიის მასწავლებელს, ხათუნა ნოზაძეს ერგო, რომელიც 10 საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა. ხათუნა ნოზაძე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის და დავით სარაჯიშვილის სახელობის მე-16 სკოლის ქიმიის მასწავლებელია. ჯილდო მას პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადასცა.