„ტელესკოლა“- საგანმანათლებლო პროექტი იწყება

ხვალ, 30 მარტს, დილის 9 საათზე ტელესკოლაში პირველი ზარი დაირეკება. განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტის, „ტელესკოლის“ ფარგლებში, ხვალიდან, 30 მარტიდან, მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს იხილავენ. მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს მოიცავს. პროცესს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები გაუძღვებიან.

ტელეგაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს, – სომხური და აზერბაიჯანულ ენებზე. ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით. „პირველი არხი – განათლების“ ეთერში შაბათ-კვირას გავა კლასგარეშე სანახავი გაკვეთილებიც. ხალხური სიმღერა და ცეკვა, პროგრამირება;

დათო ევგენიძის მუსიკის გაკვეთილები;

„მშობლების დრო“.

გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლიც.

გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

„პირველი არხი – განათლების“ ეთერში „აბიტურიენტის საათის“ ამოქმედებაც იგეგმება.

პირველი არხი | განათლება