თეიმურაზ მეფის პორტრეტი  

1761 წელს შექმნილი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკარგული უნიკალური ნახატი საქართველოშია.

დღეიდან თეიმურაზ მეფის უნიკალური პორტრეტი ხელოვნების მუზეუმში დაიდებს ბინას. რუსეთში დედოფალ ელისაბედის დაკვეთით შესრულებული ტილო პრესტიჟულმა ბრიტანულმა ონლაინ-გალერეამ აუქციონზე გაყიდა. ქართველი მეფის პორტრეტი ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა. ამავე ფონდის მიერ არის შეძენილი ნიკო ფიროსმანის ორი უნიკალური ტილო, რომლებიც საქართველოში 2015-16 წლებში ჩამოიტანეს.