„ქართუს“ მხარდაჭერა ეროვნულ ნაკრებს

უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დამატებითი სტიმული საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის – „ფონდი ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო ევრო 2024-ზე ასპარეზობისას F ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს. „ფონდი ქართუ“ ასევე მზად არის, ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ყოველი მომდევნო მოგებული მატჩისთვის, დამატებით 30 მილიონით დააჯილდოოს. მიღებული გადაწყვეტილება ფონდში დღეს ისტორიული გამარჯვებით და იმ საყოველთაო სიხარულით ახსნეს, რაც ნაკრების მოთამაშეებმა თითოეულ ქართველს მიანიჭეს.

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს.