ფეხბურთელებზე ბულინგის ფაქტს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარეც. „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევართა კამპანიამ, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფეხბურთელების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა, კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცობის“ ნამდვილი არსი, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ – მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს. მისი თქმით, საქართველოსთვის ამაში ახალი არაფერია. საუკუნის წინ, ასევე გარედან იმპლანტირებული ბოლშევიკებიც ზუსტად ამას ცდილობდნენ. ამიტომ, ჯერ ჩარეცხეს და შემდეგ გაანადგურეს ინტელექტუალური ელიტა, ამიტომ ებრძოდნენ ეკლესიას, ამიტომ იყო მათი დედაქალაქი სხვაგან და არა საქართველოში.“- აცხადებს პაპუაშვილი.
30 მილიონი ლარი საქართველოს ნაკრებს