სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვახტანგ ნიკოლავას ინიციატივით ქალაქში სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა ტარდება. ღონისძიებაში ჯამში სხვადასხვა ქალაქიდან 200-მდე ბავშვი მონაწილეობს. ოლიმპიადის მიზანი კულტურის, განათლებისა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა. იგეგმება, რომ თეატრალური ოლიმპიადა გახდეს ტრადიციული და მისი მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდოს. ნახეთ ნატალია ბერულავას და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი.