რეგიონული თეატრების ფესტივალი

რეგიონული თეატრების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რეჟისორ ვახტანგ ნიკოლავას სპექტაკლით „რომეო და ჯულიეტა“ გაიხსნა. ფესტივალში, ქართულ რეგიონულ თეატრალურ დასებთან ერთად, სამი უცხოური დასი –  ირანიდან, იაპონიიდან და სომხეთიდან მიიღებს მონაწილეობას.

2023 წელი უილიამ შექსპირის წლად არის გამოცხადებული და ფესტივალზეც, შექსპირის პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს წარადგენენ. ფესტივალს, 7 აგვისტოს ჩათვლით სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტები უმასპინძლებენ.