თეა წულუკიანი აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის წარმომადგენლებს და წევრი ქვეყნების მინისტრებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი კარიბის ზღვის ქვეყნებში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის  წარმომადგენლებს და წევრი ქვეყნების მინისტრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მინისტრს ელმმართველობის დანერგვაში დახმარება სთხოვა. კერძოდ, 6 ქვეყნისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს მალე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რათა ადგილზე გაეცნონ ელმმართველობისა და სერვისების გაცემის მოდელს.

კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნები დაინტერესებულნი არიან ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობით და ქართული გამოცდილების ექსპორტით, რისთვისაც იუსტიციის მინისტრს სპეციალური ექსპერტის გამოყოფა და დახმარება სთხოვეს.