თეა წულუკიანი კარიბის ზღვის ქვეყნების მაღალი დონის სამიტში  მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სპეციალური მიწვევით ანტიგუა და ბარბუდაში იმყოფება, სადაც კარიბის ზღვის ქვეყნების მაღალი დონის სამიტში  მონაწილეობს. სამიტზე  „21-ე საუკუნის მმართველობა“ − მინისტრმა საქართველოში ელმმართველობის სისტემისა და სახელმწიფო  სერვისების გაცემის ქართული მოდელის პრეზენტაცია გამართა და სამიტის მონაწილე ქვეყნების პრემიერ-მინისტრებსა და მინისტრებს სიტყვით მიმართა.

თეა წულუკიანმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.