უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი პასუხობს. მოგვიანებით კი გასაუბრება კიდევ ერთ კანდიდატთან, ალექსანდრე წულაძესთან გაიმართება.
პროცესი დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრებს კითხვით მიმართა და დაინტერესდა, როდის გაიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა. ჯანეზაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, საკითხი ღია სხდომაზე გადაწყდეს და პროცესს საბჭოს ყველა წევრი დაესწროს.
სხდომის თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა განმარტა, რომ საბჭო იმოქმედებს კანონის მიხედვით და კანდიდატთა კენჭისყრა, გასაუბრების პროცესის დასრულებისთანავე, უახლოეს სხდომაზე გაიმართება.