აშშ-ის სანქციები მოსამართლეებს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესახებ დღეს „მოამბესთან“ თავად სანქციების ადრესატმა ისაუბრა. ლევან მურუსიძე და კიდევ სამი დასანქცირებული მოსამართლე ახლა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოლოდინში არიან. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განცხადებით, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, რა იქნება მათი სამოქმედო გეგმა.

მისივე თქმით, მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი დასანქცირებულ ოთხეულს მხარდაჭერას უცხადებს და ამ პოზიციის ღიად დაფიქსირებისთვისაც მზად არიან. მურუსიძის განცხადებას იზიარებს იუსტიციის საბჭოს წევრი – დიმიტრი გვრიტიშვილიც, რომელსაც იმედი აქვს, რომ ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება.