თბილისში, ვანის ქუჩაზე, რკინიგზის ლიანდაგებთან მიტოვებული ვაგონი დაიწვა
თბილისში, ვანის ქუჩაზე, რკინიგზის ლიანდაგებთან მიტოვებული ვაგონი და ნაგავი დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში პირველ არხს განუცხადეს, დამწვარია 50 კვ. მ. ფართობი.
მათივე ცნობით, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.