თბილისში მარათონი გაიმართა. მორბენლებმა სტარტი რუსთაველის გამზირზე აიღეს. მარშრუტი ქალაქის ცენტრალურ უბნებს მოიცავდა. სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტა ქალაქის ისტორიული ქუჩები. გაიმართა ქალებისა და კაცების ნახევარმარათონი, 10 კილომეტრზე გარბენი და ბავშვთა გარბენი.
10 კილომეტრზე ქალებში ალექსანდრა ზებენმა გაიმარჯვა, მამაკაცებში – გიორგი შეყრილაძემ. რაც შეეხება ქალების ნახევრადმარათონის გამარჯვებულს, ბელარუსი ირინა ლაპიცკაია გახდა, ხოლო კაცებში – უგანდელი ისმაილ სენიანგე.
ქალთა და კაცთა ნახევარმარათონის გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები გაფასცეს. რეგისტრაციიდან შემოსულ და ტრადიციულად, მარათონის ორგანიზატორის, „ჰაიდლებერგცემენტის“ მიერ გაორმაგებულ თანხას კომპანია ამჯერად „ძეგვის თავშესაფრის“ შენობის რეაბილიტაციას მოახმარს.