ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივით, სპეციალური საფოსტო მარკა გამოიცა. ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, „აზერ-ფოსტის“ გამგეობის წევრი და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა.