თბილისში, აფხაზი მხატვრების მიერ გაფორმებული კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში, აფხაზი მხატვრების მიერ გაფორმებული კალენდრის, სახელწოდებით „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ პრეზენტაცია გაიმართა. ნაბეჭდი 14 ხელოვანის ნამუშევარს აერთიანებს. ღონისძიება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მხატვრების მიმართ ზრუნვას, ურთიერთობების აღდგენასა და განსაკუთრებით ხელოვნების წარმომადგენლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
წარდგენა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის ერთობლივი ორგანიზებით შედგა. მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.