„ნულოვანი ზღვარი“ - გამოფენა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში

სხვადასხვა ეპოქის მხატვრების ტილოები და სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრები ერთ სივრცეში – სახვითი ხელოვნების მუზეუმი 10 თანამედროვე ხელოვანის და სამუზეუმო კოლექციაში დაცული ნამუშევრების ექსპოზიციას უმასპინძლებს. ჩანაფიქრია, რომ დამთვალიერებელმა სხვადასხვა დროსა და სივრცეში შექმნილ ნახატებს შორის საერთო შტრიხები უნდა იპოვოს.

ხვალიდან დამთვალიერებელზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა სხვადასხვა ნამუშევრებს შორის „ნულოვანი ზღვარი“ გაავლოს.

10 მხატვრის გამოფენა სახელწოდებით „ნულოვანი ზღვარი“ სახვითი ხელოვნების მუზეუმში ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.