თბილისობა 2024

დედაქალაქში თბილისობას ზეიმობენ. სახალხო დღესასწაული ორ ლოკაციაზე – რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე აღინიშნება. ადგილზე მისულ სტუმრებს სპეციალური დეკორაციები და ინსტალაციები ხვდებათ, მოწყობილია სამეწარმეო მარკეტები, გასტრონომიული კუთხეები და ღვინის ფესტივალები. დღის კულმინაცია კი საღამოს რვა საათზე გალა კონცერტი იქნება, სადაც დედაქალაქის მერი თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებს. ღონისძიებების შესახებ ახლა პირდაპირ ეთერში ვრცლად კესო ქაფიანიძე ისაუბრებს.