წყლის რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე.
საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ექსპერტებმა ამჯერად სინჯები ლისზე აიღეს და წყლის ხუთი მახასიათებელი განსაზღვრეს. ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში განხორცილედება. შედეგები სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
ქვეყნის მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგი გრძელდება. ამ ეტაპზე სპეცილისტები 170-მდე ლოკაციაზე მუშაობენ.