საკრებულოს სხდომა მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატები მომხდარი ტრაგედიის გამო, სხდომაზე თბილისის მერის მისვლასა და კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ თემის პოლიტიზება გაუმართლებელია.