თბილისის საკრებულოს სხდომა

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის განხილვა თბილისის საკრებულოში კვლავ სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზია. მაღალსართულიანი კორპუსების აშენებას საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ეწინააღმდეგებიან, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.