კინოთეატრ „ამირანში“ შვედი რეჟისორის, იოჰამ სკუგის ფილმის – „გლადა ჰუდიკიდან ნიუ-იორკამდე“ ჩვენება გაიმართა. ფილმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემატიკაზეა და ასახავს იმ პრობლემებს, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან. ფილმის მთავარი მიზანია შშმ პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულებების შეცვლა. კინოჩვენება შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაესწრნენ.