ფილმების კონკურსი თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში

18:35, 12.12.2021

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 90-წამიანი ფილმების კონკურსი გაიმართა. კონკურსის მიზანი იყო ახალბედა რეჟისორების აღმოჩენა, რომლებიც ორიგინალობით და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. ჟიურის წევრებს შორის იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების გაერთიანების მთავარი პროდიუსერი გოჩა ჟორჟოლიანი. კინოჩვენებაზე სულ 42 მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარადგინეს. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ გაიმარჯვა ნატა სოფრომაძის ფილმმა – „მთის სიმღერამ“ და ის ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება. აღნიშნული ჩვენება ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი