თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გახსნილია. პირველი დღე ნანა ჯორჯაძის ფილმის ჩვენებას დაეთმო – „პეპლების იძულებით მიგრაცია“. სომხური კინოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, წელს სექციაში, „ქვეყანა ფოკუსში“ სომხეთია წარმოდგენილი. ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში კი სულ ოთხი სრულმეტრაჟიანი და ცხრა მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი იქნება ნაჩვენები.

კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანში“ 2 დეკემბერს გამარჯვებულების დაჯილდოებით დაიხურება. ფესტივალის ბოლო დღეს მაყურებელი ნახავს რეჟისორ ვეიტ ჰელმერის გერმანულ-ქართულ ფილმს „გონდოლას“.