„მეოთხე ბრაიტონი“ - ლევან კოღუაშვილის ფილმის პრემიერა

კინოთეატრ ამირანში ლევან კოღუაშვილის ფილმის „მეოთხე ბრაიტონის“ პრემიერა გაიმართა. ფილმი საქართველოდან „ოსკარზე“, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშია წარდგენილი. ნამუშევარს უკვე ათამდე პრიზი აქვს აღებული. თბილისის კინოფესტივალზე ჟიურიმ სპეციალური პრიზი გადასცა მთავარი როლის შემსრულებელს, ლევან თედიაშვილს. კინოსურათის ნახვა ქართველ მაყურებელს ქვეყნის მასშტაბით, ყველა კინოთეატრში შეუძლია.