საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო.
პროცესი ორი ეტაპის ნაცვლად სამ ეტაპად წარიმართება. პირველ რიგში სასურველ სკოლამდელ დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, სოციალურად დაუცველი და კიდევ რამდენიმე კატეგორიის ბავშვები დარეგისტრირდებიან. მეორე ეტაპზე საყოველთაო რეგისტრაცია მხოლოდ თბილისში მცხოვრები ბავშვებისთვის დაიწყება. მესამე ეტაპზე კი რეგისტრაციის გავლა ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ პირებს შეეძლებათ.
წელს მერია ადგილების დეფიციტს გამორიცხავს. არგუმენტად ახალი ბაღების დამატება სახელდება.