თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი ახალ თეატრალურ სეზონს „ჟიზელით“ ხსნის
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, 168-ე თეატრალურ სეზონს, 28 და 29 სექტემბერს, ადოლფ ადანის „ჟიზელით“ გახსნის. სპექტაკლს ორი შემადგენლობით ვიხილავთ, მთავარ პარტიებს დასის წამყვანი სოლისტები შეასრულებენ. სპექტაკლებს პაპუნა ღვაბერიძე უდირიჟორებს.
ავტორი: ნია ბარაბაძე.
ახალი დღე