პრემიერა ქუთაისის ოპერის თეატრში

40 წლის შემდეგ ბიძინა კვერნაძის ცნობილ ოპერას ქუთაისის ოპერის თეატრში წარმოადგენენ.

ცნობილი კომპოზიტორის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოების, „იყო მერვესა წელსა“ ახალი დადგმა რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილს ეკუთვნის. „შუშანიკის წამების“ მიხედვით შექმნილ საოპერო სპექტაკლზე მუშაობა დასისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

საპრემიერო ჩვენებისთვის დასის წევრები განსაკუთრებულად ემზადებიან. ამ წარმოდგენით ქუთაისის ოპერის თეატრი მაყურებელს შემდეგ სეზონამდე დაემშვიდობება. სპექტაკლი ქუთაისში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იქნება წარმოდგენილი.