დედაქალაქის მერია მოქალაქეებთან კომუნიკაციის გააქტიურებას იწყებს. კახა კალაძემ დღეს ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები განიხილა და გამგებლებს კონკრეტული დავალებები მისცა. აღინიშნა, რომ ხვალ 20 საათზე, საზეიმოდ გამართულ კონცერტზე, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდება, 24 დეკემბრიდან კი, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ფუნქციონირებას საახალწლო სოფლები დაიწყებს. 31 დეკემბერს კი საახალწლო კონცერტი ჩატარდება. ღონისძიებები რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართება.