წლის კურიოზები

ახლა იმ კადრების დროა, რომლებსაც წლიდან წლამდე მხოლოდ 31 დეკემბრისთვის ვაგროვებთ.

ჟურნალისტის პროფესია არცთუ იშვიათად უხერხულ და გაუთვალისწინებელ სიტუაციებში აღმოჩენასაც გულისხმობს. ის, რაც შესაძლოა მაყურებლისთვის კადრს მიღმა დარჩეს, თითქმის ყოველთვის ფიქსირდება კამერების მიერ, რათა სახალისო მომენტებმა წლის ბოლო დღეს კიდევ უფრო სადღესასწაულო განწყობა შეგიქმნათ. მოკლედ, კურიოზები უნდა გაჩვენოთ.

მომდევნო სიუჟეტს „მოამბის“ ჟურნალისტებთან ერთად რესპონდენტები და მაყურებელიც დიდი ინტერესით ელოდება.

სახალისო მომენტები და უხერხული სიტუაციები თქვენთვის გიორგი კობერიძემ და დავით გოლანძიამ შეარჩიეს.