გაჩერდება თუ არა დედაქალაქის მეტრო – მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვით იმუქრებიან.
პროფესიულ გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლები საათობრივი ანაზღაურების შვიდი ლარიდან 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. მათივე განცხადებით, თბილისის მერიას ამ მოთხოვნით პირველ მარტს მიმართეს. ამ ეტაპზე დაწყებულია მედიაციის პროცესი, რომლის ვადაც კვირის ბოლოს იწურება.
საკითხს დღეს კახა კალაძე გამოეხმაურა. თბილისის მერის თქმით, მეტროს მემანქანეების ანაზღაურება თვეში 1200-დან 1500 ლარამდეა და ხელფასების მომატება ამ ეტაპზე არ იგეგმება.