საქართველოს როლი მედიაციის პროცესში

15:16, 14.06.2021

მედიაციის პროცესში საქართველოს როლსა და პრემიერის ჩართულობას პოზიტიურად აფასებენ თბილისში. როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის მედიაციით მიღწეულ შედეგს წარმატებულ ნაბიჯს უწოდებენ, მის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და აცხადებენ, რომ ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა სამეზობლოში საქართველოს როლი.

მსგავსი