მეტროს მემანქანეებმა შიმშილობა გამოაცხადეს

როდემდე იქნება პარალიზებული დედაქალაქის მეტროპოლიტენი. ხელფასების მომატების მოთხოვნით მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა გამოაცხადეს.

თბილისის ყველა მეტროსადგური დილიდან დაკეტილია.

გაფიცულებს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი შეხვდა. მისი თქმით, მოლაპარაკების რესურსი ჯერ  კიდევ არსებობს.

მემანქანეებთან იყო ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე.