მეტროს მემანქანეების პროტესტი

მეტროს მემანქანეები შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად დაანონსებულ გაფიცვას ძალაში ტოვებენ.

პროტესტის ამ ფორმას მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა შესაძლოა 4 ივნისის შემდეგ მიმართონ. მემანქანეები უნდობლობას უცხადებენ საქალაქო სასამართლოს იმ განჩინებას, რომლის მიხედვით მათ გაფიცვის ჩატარების უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდათ.

თავის დროზე სასამართლოს სარჩელით თბილისის მერიამ მიმართა. სამართლებრივი დავის ფონზე დედაქალაქის მთავრობასთან კონსულტაციებიც მიმდინარეობდა, თუმცა მემანქანეებთან შეთანხმება ვერ შედგა.

გენო ოსიყმაშვილი იმყოფება მემანქანეების აქციაზე, რომელიც მეტროსადგურ „რუსთაველთან“ მიმდინარეობს.