გადავადებული გაფიცვა?

ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გადაიდო თუ არა მეტროს მემანქანეების მიერ ხვალისთვის დაანონსებული გაფიცვა.

ალტერნატიული პროფკავშირების მიერ მხარდაჭერილი გეგმა თბილისის მერიის მხრიდან სასამართლოშია გასაჩივრებული. გაფიცვის გადავადების მიუხედავად, მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნას დღის წესრიგიდან მაინც არ ხსნიან. ახლა ყველაფერი იმ მოლაპარაკების შედეგზეა დამოკიდებული, რომელიც სატრანსპორტო კომპანიას, მეტროს თანამშრომლებსა და პროფესიულ კავშირს შორის უნდა გაიმართოს.

დაგეგმილი დიალოგის ფონზე საკმაოდ მკაცრია დედაქალაქის მთავრობის პირველი პირის ტონი.