თბილისის მერიის განცხადება საგზაო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით
თბილისის მერია საგზაო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე, საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში, დღეს, 23:30 საათზე აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება.
ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში. შეზღუდვა მიმდინარე წლის 13 იანვრამდე იმოქმედებს.