თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ქართველი ძიუდოისტები წარმატებით ასპარეზობენ. ტურნირზე დღეს ქართულ ფინალს ვიხილავთ, კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი კი ოქროს მედლისთვის სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან იჭიდავებს. ტურნირში, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, 61 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.
ნინო გაბელია გაგვაცნობს ქართველი სპორტსმენების შედეგებს „თბილისი არენადან“.