გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი

კოჯორში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ ჭიდაობაში გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორი მთაწმინდის რაიონის გამგეობაა. საჭიდაო არენაზე ორთაბრძოლები ოთხ წონით კატეგორიაში, მათ შორის აბსოლუტურ წონაში, დღის პირველი საათიდან დაიწყო.

შეჯიბრი ერთდღიანია და დღესვე დასრულდება. ტურნირში, სამოცამდე ქართველი სპორტსმენის გარდა, მონაწილეობას იღებენ შვედი ძიუდოისტები ნოა სვონლინგი და ისაკ ლარსონი. გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირს კოჯორმა წელს მესამედ უმასპინძლა. ღონისძიებას თავად მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტიც დაესწრო და მონაწილეები გაამხნევა.