გიგი უგულავას განცხადება

გიგი უგულავა ხვალ საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, უგულავას თქმით, მის მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული დევნა და მისი მხრიდან ძიუდოისტების მისამართით ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

უგულავას თქმით, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია. საქმე ეხება 2019 წლის დეკემბერში თბილისის აეროპორტში  მომხდარ ინციდენტს, უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად, ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.