სკანდალი ძიუდოს ფედერაციაში

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მისამართით პრეტენზიები არ წყდება.

ნაკრების კაპიტნის შემდეგ სადავო ფინანსურ სქემებზე ერთ-ერთი მწვრთნელი ალაპარაკდა. საქმე ეხება სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის განკუთვნილი ანაზღაურებიდან 10 %-ის უკან დაბრუნებას. წინასწარ შეთანხმებული სქემა თუ ფინანსური მაქინაცია, -იხარჯებოდა თუ არა ძიუდოისტებისთვის განკუთვნილი თანხები მიზნობრივად, – ამ კითხვაზე პასუხს ახლა სპეციალური კომისიისგან ელოდებიან, რომელიც ფედერაციაში არსებული კრიზისის გამო უნდა შეიქმნას. დასკვნის მომზადებამდე ძიუდოისტებს პროტესტის ნიშნად ვარჯიშები შეწყვეტილი აქვთ.

ანა ბროლაძე არკვევდა, რატომ გაჩნდა ფინანსური ხასიათის პრობლემები ფედერეციაში, რომელიც მარტო ბიუჯეტიდან წლიურად თითქმის 4 მილიონ ლარს იღებს.