დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა და ძიუდოისტებს შორის – რაში ადანაშაულებენ სპორტსმენები დავით ქევხიშვილს

15:18, 11.05.2018

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა და ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ძიუდოისტები დავით ქევხიშვილს კონკრეტული კითხვებით მიმართავენ და ღია პასუხებს ითხოვენ. განცხადებაში, რომელიც მათ გუშინ გაავრცელეს, სპორტსმენები ფედერაციის პრეზიდენტს თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ძიუდოისტებს ქევხიშვილთან რამდენიმე კონკრეტული კითხვა აქვთ და პასუხების მისაღებად, ფედერაციის პრეზიდენტთან პირად საუბარს ითხოვენ.

დავით ქევხიშვილი ძიუდოისტების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

 

მსგავსი