თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლას, საზღვარგარეთის გერმანულ სკოლად აღიარების მოწმობა გადაეცა.
თბილისის გერმანულ სკოლას, უკვე ყოველწლიურად შეუძლია გერმანიის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ატესტატი გასცეს. მოწმობის გადაცემას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში და ასევე მოწვეული გერმანელი მაღალჩინოსნები.
გერმანული სკოლა, 2010 წელს გაიხსნა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში 18 სხვადასხვა ეროვნების 256 ბავშვი სწავლობს.