ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა. ისაუბრეს მხარეებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა კიდევ უფრო მტკიცდება. იმსჯელეს მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.