საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განიხილეს.
სხდომაზე ძირითადი საკითხი იყო ცვლილებები განაშენიანების რეგულირების წესებში. თბილისის მერის მოადგილის თქმით, პარამეტრების, კერძოდ კ2-ის შემცირებაზე მიღებული გადაწყვეტილება, ქალაქისთვის სასარგებლო სიახლეა და ის მშენებლობებისგან გამოწვეულ ქაოსს შეამცირებს. ოპოზიციაში კი მიიჩენევენ რომ მერიის საქალაქო სამსახურისა და საკრებულოს ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელები თანამდებობიდან უნდა გადადგნენ, რადგან ლევან ხაბეიშვილის თქმით, ისინი მუშაობდნენ დეველოპერულ კომპანიებში და შესაძლოა მერიასა და დეველოპერებს შორის მოხდეს გარიგება.
ბრალდება უარყო თბილისის მერის მოადგილემ.
ოპოზიციამ პრეტენზიები გენგეგმის დამტკიცების გაჭიანურებასთან დაკავშირებითაც გამოთქვა. გენგეგმის პროექტი მერიას დღეს უკან დაუბრუნდა, მის შესწორებულ ვარიანტს საკრებულოში ერთი კვირის შემდეგ ელოდებიან.