არაერთი საერთაშორისო აღიარება, კონცერტები, პრიზები, საერთაშორისო პროექტები, კომპოზიციები – თბილისის ბიგ-ბენდი საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება. 25-წლიანი გზა რუსთაველის თეატრში შეჯამდება. საღამოს ერთ-ერთი მთავარი გმირი, ცნობილი პანამელ-ამერიკელი მუსიკოსი და ჯაზის ვარსკვლავი, ბილი კობემი იქნება.
ორგანიზატორები რთულ და საინტერესო პროგრამას აანონსებენ. ორ განყოფილებიანი კონცერტის პირველი ნაწილი სრულად ბიგ-ბენდის სოლისტებს დაეთმობათ, მეორე ნაწილში კი მსმენელის წინაშე ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავი წარდგება.
ღონისძიება რუსთაველის თეატრში 30 აპრილს გაიმართება.