პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა. კონცერტში, რომლის რეჟისორიც ბაკურ ბაკურაძე იყო, საოპერო, საგუნდო და ქართული ესტრადის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გალა-კონცერტი საქართველოს პირველ არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ოპერაში მისულმა სტუმრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლი ქართველი ერისადმი და მას დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.