„შემოდგომის თბილისი“ ანსამბლ „დიდგორის“ საიუბილეო კონცერტს უმასპინძლებს

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ხვალ ანსამბლ „დიდგორის“ 15 წლის საიუბილეო კონცერტს უმასპინძლებს. კონცერტზე ანსამბლის წევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებს შეასრულებენ. საღამოზე შესრულდება სიმღერები, რომლებიც სოციალურ ქსელში დიდგორის მსმენელებმა შეარჩიეს. წლების განმავლობაში ანსამბლს არაერთი კონცერტი აქვს გამართული, როგორც საქართველში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2015 წელს ანსამბლს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ფონდი „ქართული გალობის“ ჯილდო და სიგელი გადაეცა. დიდგორი საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ადგილის პრიზიორია.